20-06-2023 / 618 / ბლოგი
სერვისი, რომელსაც დამკრძალავი ბიუროები ადამიანებს სთავაზობთ, მათთვის რთულ პერიოდში - ახლობელი ადამიანის გარდაცვალების დროს, თანაგრძნობასა და პრაქტიკულ თანადგომას ითვალისწინებს. მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, ჩვენ ჭირისუფალს ვთავაზობთ გარდაცვლილი ადამიანის უკანასკნელ გზაზე გაცილების ყველა ცერემონიას, შესაბამისი რელიგიური, ეთნიკური, კულტურული, ტრადიციული თუ სხვა წესების ზედმიწევნით გათვალისწინებით.
მემორიალურ სერვისებთან კოორდინირებული მოქმედებებით დაწყებული, იურიდიული დოკუმენტაციის დამუშავებით დამთავრებული, სარიტუალო ბიურო და პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს ყველა დეტალის ზედმიწევნით უმაღლეს დონეზე შესრულებას - წინასწარ შეთანხმებულ დროში, დადგენილ ბიუჯეტში.
ჩვენი შეთავაზებების სპექტრი ფართო და მრავალფეროვანია - იქნება ეს სასახლე, ყვავილები თუ სატრანსპორტო მომსახურება. სერვისში გათვალისწინებულია ყველანაირი სპეციფიკის, კულტურული თუ ტრადიციული მომსახურება.
გამოუცხადეთ ნდობა ჩვენს გუნდს, დაგვიკავშირდით საიტზე გამოქვეყნებულ ტელეფონის ნომერზე. ჩვენ თანაგრძნობითა და გაგებით ვეკიდებით დამკვეთის სურვილებსა და შესაძლებლობებს.