კატაფალკას გამოძახება ერთ-ერთია იმ მომსახურებებს შორის, რომლებსაც ჩვენი სააგენტო გთავაზობთ. ჩვენ დაგეხმარებით გარდაცვლილი ახლობლის შეუფერხებლად და ღირსეულად გაცილებაში უკანასკნელ გზაზე.
მისი გამოყენება
თანამედროვე კატაფალკები ძალიან მოსახერხებელია როგორც ახლო, ისე შორ მანძილზე ცხედრის ტრანსპორტირებისთვის, ვინაიდან სპეციალური მოწყობილობების წყალობით მჭიდროდ ხდება სასახლის ფიქსაცია და მისის მარტივად განთავსება-გადმოღება. გარდა ამისა, ჭირისუფალს სხვადასხვა მოდელიდან მისთვის სასურველის არჩევა შეუძლია - კლასიკურიდან დაწყებული, ელიტარული მოდელებით დამთავრებული.
ჩვენი გამოცდილი და გულისხმიერი მძღოლები მზად არიან, დაგეხმარონ თქვენი საყვარელი ადამიანის ღირსეულად გაცილებაში უკანასკნელ გზაზე. დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ნებისმიერი მომსახურება, რაც კი ტრადიციულ დაკრძალვის ცერემონიებთანაა დაკავშირებული.