28-10-2023 / 1 013 / ბლოგი
საპანაშვიდე ბიუროები შეიქმნა იმისთვის, რომ ჭირისუფალს მძიმე დღეებში ტვირთი შეუმსუბუქოს, რომელიც დაკრძალვის ცერემონიებთანაა დაკავშირებული. ნამდვილად დიდი შვებაა, როცა ყველანაირი მომსახურება ერთ სივრცეშია შესაძლებელი.
ხსენებული დამკრძალავი ბიურო არის გათვლილი ნებისმიერი მოთხოვნისა თუ ფინანსური შესაძლებლობის მქონე ჭირისუფლისთვის. გთავაზობთ დახმარებას, რათა ახლობელ ადამიანს უკანასკნელად მიაგოთ პატივი და ღირსეულად გააცილოთ ამ ქვეყნიდან.
რა პროცედურებს მოითხოვს დაკრძალვის ცერემონია?
ორგანიზება: ჩვენი გულისხმიერი თანამშრომლები ყველა ასპექტის დაგეგმვაში დაგეხმარებიან;
სასახლე-მაცივრის შერჩევა: გთავაზობთ ნებისმიერი მასალის, მოდელისა თუ ფასის ფართო არჩევანს;
ბალზამირება და ცხედრის მოწესრიგება: თუ გარკვეული მიზეზის გამო ამ პროცედურის ჩატარებაა აუცილებელი, გქონდეთ ჩვენი იმედი;
პანაშვიდების მოწყობა შესაფერის სივრცეში: დღეს სულ უფრო მეტი ჭირისუფალი ანიჭებს უპირატესობას პანაშვიდების არა სახლში, არამედ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გამართვას. ჩვენ სხვადასხვა ფართის ობიექტები შეგვიძლია შემოგთავაზოთ;
ტრანსპორტირება: კატაფალკები ახლო და შორ მანძილზე გადაადგილებისთვის;
დაკრძალვის ცერემონია: უზრუნველვყოფთ სპეციალური მოწყობილობით;
საფლავის მოპირკეთება: აირჩიეთ მასალა და დიზაინი, ჩვენ თქვენს ახლობელ ადამიანს შესაფერის ნავსაყუდელს შევუქმნით;
სარიტუალო დარბაზი: ქელეხი კეთილმოწყობილ დარბაზში საშუალებას მოგცემთ, მოიხსენიოთ გარდაცვლილის სული ახლობლებთან ერთად.
მიიღეთ ჩვენი თანაგრძნობა და მხარდაჭერა ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში!