ჩვენ წარმოვადგენთ დიდი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მქონე ერთ-ერთ უძველეს ცენტრს.
20-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, ჩვენ ორგანიზებულად და ოპერატიულად მოვემსახურეთ 10 ათასზე მეტ ოჯახს. დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს სწრაფი და ეფექტური მუშაობის საშუალებას, რაც გამოიხატება ჩვენი მომხმარებლების მადლიერებით.
ჩვენ ვასრულებთ ნებისმიერი სირთულის და დონის, ასევე VIP კლასის შეკვეთებს და მომსახურებას ვახორციელებთ მომხმარებლის ინდივიდუალური სურვილების შესაბამისად.
ჩვენი სამსახური დაარსების დღიდან თბილისის მოსახლეობას 24-საათიანი რეჟიმით აწვდის უფასო საკონსულტაციო სერვისს დაკრძალვის ორგანიზების ყველა საკითხთან დაკავშირებით. დაკრძალვის ჩატარების ორგანიზებისას, ჩვენ ვითვალისწინებთ უმნიშვნელო დეტალებსაც კი, რადგან ჩვენი მიზანია მთელი პროცესის სწრაფად, ორგანიზებულად და ხარვეზების გარეშე ჩატარება.
დიდი გამოცდილება მთავარი მასწავლებელია ნებისმიერ სფეროში და ჩვენი თანამშრომლების დიდი სტაჟი ხარისხიანი მომსახურების გარანტია. ჩვენ მრავალი წელია, ამ სფეროში ვმუშაობთ, გვიწევს ურთიერთობა ჭირისუფლებთან და კარგად ვიცით, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა მაქსიმალურად ავარიდოთ გარდაცვლილის ოჯახს ზედმეტი ხარჯი და დროის კარგვა.