28-02-2020 / 4 289 / პროდუქცია
მიცვალებულის სუდარა და მასში გახვევის წესი უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ის, რომელშიც ჯვარცმის შემდეგ იესო ქრისტეს სხეული გაახვიეს, ქრისტიანული სამყაროს უდიდეს სიწმინდედ მიიჩნევა, ხოლო მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ ამოუხსნელ გამოცანად რჩება.
გადმოცემის თანახმად, ჯვარცმის შემდეგ, ქრისტეს მოწაფეებმა მაცხოვრის სხეული ნელსაცხებლებით განბანეს, მასში გაახვიეს და ებრაული წესისამებრ, კლდეში გამოკვეთილ სამარხში დაასვენეს. მოგვიანებით, როდესაც აკლდამასთან ქრისტეს მოწაფეები, იოანე და პეტრე მივიდნენ, იქ მაცხოვარი აღარ ესვენა და დახვდათ მხოლოდ სუდარა.
მას ღვთისმეტყველები მეხუთე სახარებას უწოდებენ, ამჟამად იტალიაში, ტურინის საკათედრო ტაძარში ინახება და პერიოდულად იფინება მორწმუნეთათვის სათაყვანებლად. ის ხან იერუსალიმში, ხანაც კონსტანტინოპოლში ინახებოდა, აღმოსავლეთიდან ევროპაში კი, სავარაუდოდ, ჯვაროსნებმა ჩაიტანეს და მის შესახებ დასაბუთებული ცნობები უკვე მე-14 საუკუნიდან არსებობს.
ძველებური წესით, სელისგან ნაქსოვ 4,36X1,1 მ ტილოზე, რომელიც 2,5 კგ-მდე იწონის, აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის, ნაწამები ადამიანის გამოსახულება. მოოქროსფრო-მოყავისფრო ანაბეჭდს ფოტოგრაფიული ნეგატივისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს, გამოკვლევებით კი დადგინდა, რომ მასზე აღბეჭდილი სამგანზომილებიანი გამოსახულების დეტალები ანატომიური და ფიზიოლოგიური მონახაზის განსაკუთრებული სიზუსტით არის წარმოდგენილი.
მეცნიერებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, თუ როგორ მოხდა სელის ქსოვილზე ჯვარცმული მაცხოვრის გამოსახულების ასეთი სიზუსტით აღბეჭდვა. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქსოვილზე გამოსახულება ძლიერი, თანამედროვე ფიზიკისთვის უცნობი გამოსხივების შედეგად გადავიდა. მეცნიერების გამოთვლით, მიცვალებულის სხეულიდან მომდინარე გამოსხივების სიძლიერე შეიძლება ატომური დაშლის შედეგად მიღებულ ძალიან მძლავრ გამოსხივებას შევადაროთ, მაგრამ მისი ხელოვნურად გამოწვევა დღეს მეცნიერებას არ შეუძლია.
მართალია, ზოგიერთი კვლევა სუდარის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს, მის მეთოდებსა და შედეგებზე კი სამეცნიერო წრეებში აზრთა სხვადასხვაობა დღემდე არსებობს, მაგრამ გავრცელებული ვერსიით, მასზე გამოსახულია 30-45 წლამდე ასაკის, 175-180 სმ სიმაღლის მამაკაცი, რომლის წონაც დაახლოებით 75-80 კგ უნდა ყოფილიყო. კვლევების შედეგად, რომელშიც უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენეს, ასევე დადგინდა, რომ ცხედარი, რომელსაც წამების კვალი აჩნდა, მასში გარდაცვალებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაახვიეს და ქსოვილში არამუტეს 40 საათის განმავლობაში იყო - დაახლოებით 2-3 დღე. ქრისტეს სუდარის მეცნიერული კვლევა, რომელიც XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყეს, აქამდე გრძელდება...
სარიტუალო სერვისი თბილისში მომსახურებაში გთავაზობთ ზემოთ უკვე ნახსენებ სურადას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას.