ჩვენი სარიტუალო მომსახურება
ჰერმესი რასაც ძველ საბერძნეთში ასრულებდა დღეს სარიტუალო მომსახურებას ევალება, მიცვალებულების იმქვეყნად გაცილება. ამავდროულად, თუკი ბერძნულ მითოლოგიაში ის სისწრაფით გამორჩეულ ღვთაებად არის დასახელებული, ჭირისუფლის მომართვაზე უსწრაფესად რეაგირება, დღეს უკვე დამკრძალავი ბიუროს მთავარი მიზანია. ძველ ბერძნებს მიაჩნდათ, რომ გარდაცვლილების სულებს საიქიოში ეს ღვთაება მიაცილებდა - ოლიმპოს მთის ბინადარი 12 მთავარი ღმერთიდან ერთ-ერთი, კილენეს მთის მღვიმეში დაბადებული ზევსისა და მაიას ძე, რომელიც ვაჭრობის, მოგზაურებისა და ოინბაზების ღვთაებადაც სახელდება. დღეს კი, თანამედროვე სამყაროში, მიცვალებულების უკანასკნელ გზაზე საკადრისად გაცილების პატივი არა მითოლოგიურ ღვთაებას, არამედ სარიტუალო ბიუროს აქვს.
გვერდში დგომა
საყვარელი ადამიანის დაკარგვა წარმოუდგენლად რთულად გადასატანია, რამაც შეიძლება ძალიან მძიმედ იმექმედოს ნებისმიერ ჩვენთაგანზე. მწუხარების და გლოვის ასეთ წუთებში, დაკრძალვის სახლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ოჯახებისთვის თანაგრძნობით მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, რაც მათ ეხმარება მთელი ამ პროცესის ნორმალურად ჩატარებაში.
დამკრძალავი ბიუროს ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, მჭიდროდ ითანამშრომლონ ჭირისუფალთან რათა ღირსეულად, დიდი პატივით და ყველა წესის დაცვით მოხდეს საყვარელ ადამიანთან გამომშვიდობება. ჩვენს თანამშრომლებს ზედმიწევნით ესმით თუ რამდენად ღრმა ემოციური სტრესის ქვეშ ექცევა ესეთ დროს ჭირისუფალი და ყველანაირად ცდილობენ გვერდში დაუდგნენ და მაქსიმალურად შეუმსუბუქონ ეს მძიმე და მტანჯველი ტვირთი.
ჩვენი შემოთავაზება:
- გარდაცვლილი ადამიანის გადასვენება;
- გარდაცვლილის ბალზამირება;
- საპანაშვიდე დარბაზი;
- სასახლე მაცივრები;
- გარდაცვლილის დასასვენებელი ტახტი;
- შანდლები;
- კატაფალკა და ტრანსპორტი;
- ჩაცმა და მოწესრიგება;
- სასახლის ჩასასვენებელი ლიფტი.
ჩვენი ბიურო ასევე პასუხისმგებელია და საკუთარ თავზე იღებს დაკრძალვის სრულ პროცესში ჩართულობას და სხვა უამრავი წვრილმანი პრობლემების მოგვარებას.
პროდუქციის ჩამონათვალი:
- სასახლეები;
- საფლავის ჯვარი;
- სუდარა;
- საფლავის მოპირკეთება;
- საეკლესიო ნივთები;
- საფლავის მოძიება.
სერვისი 24/7
დაკრძალვის სახლები ასევე პასუხისმგებელნი არიან დაკრძალვის პროცესში ჩართულ პრაქტიკულ ასპექტებზე. ისინი უზრუნველყოფენ მომსახურებას, როგორიცაა გარდაცვლილის ტრანსპორტირება, ბალზამირება და გარდაცვლილის სათანადოდ ჩაცმა-მოწესრიგება.
ჩვენი გუნდი ყველა ზემოთ ჩამოთვლილს შეასრულებს დიდი გულისხმიერებით, მაქსიმალური ხარისხით და ოპერატიულად. თქვენს გვერდით გვიგულეთ 24 საათის განმავლობაში.