03-09-2021 / 2 467 / მომსახურება
სიკვდილი თითქმის ყოველთვის სრულიად მოულოდნელად მოდის. ადამიანის სიკვდილის აუცილებელი თანმდევი გახლავთ დაკრძალვის ორგანიზების პროცედურა. არცერთ ადამიანს ფიქრებშიც კი არ სურს დაუშვას ახლობლების სიკვდილი, მაგრამ როდესაც ეს ხდება, საღი გონების შენარჩუნება, მით უმეტეს საორგანიზაციო მომენტებით დაკავება, საკმაოდ ძნელია. განსაკუთრებით კუბოს ჩაშვების ასპექტი დაკრძალვის პროცედურის ჩატარებისას, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, განსაკუთრებით კი როდესაც დაკრძალვით დაკავებული არიან ახლობელი ადამიანები, სარიტუალო აგენტის დაქირავების გარეშე. თუ სასვენებელს ხელის ძალაზე დაყრდნობით უშვებენ დაბლა, მაშინ ადგილი აქვს ადამიანური ფაქტორის ზეგავლენას, კონკრეტული ადამიანების ძალას და მათ ფიზიკურ ამტანობას. ამიტომ კუბოს ხელით ჩაშვების ხერხის პროცესი, როგორც წესი, ძალიან ჩქარი და არაცერემონიულია, ვინაიდან გარდაცვლილის ახლობელ ადამიანებს მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებთ - მთავარია, რომ არ ჩაუვარდეთ.
სარიტუალო ლიფტი, ასევე წოდებული, როგორც სინგუმატორი ან სასახლის ჩასასვენებელი ლიფტი, ხოლო უბრალო ხალხში როგორც კუბოს ჩასაშვები მოწყობილობა, არის შედარებით ახალი მოწყობილობა სარიტუალო მომსახურების ორგანიზებისა და გაწევისათვის. შესაძლოა, აღნიშნული მომსახურების ღირებულების ან ინფორმაციის უკმარისობის გამო, დღემდე სარიტუალო ბიურო აღნიშნულ მოწყობილობას საკმაოდ იშვიათად იყენებს და მას მხოლოდ მდიდარი და ცნობილი ადამიანების დაკრძალვებისთვის უკვეთავენ ცერემონიული სახის მისანიჭებლად.
სარიტუალო ლიფტი, რომელიც თანამედროვე სინგუმატორის ოფიციალური პროტოტიპია, გამოჩნდა მხოლოდ მე-20-ე საუკუნის ნახევარში, როდესაც 1948 წელს ფირმამ Honor შეიმუშავა და დააკონსტრუირა აღნიშნული მოწყობილობის პირველი მოდელი. პროგრესი არ დგას ადგილზე და პირველი უმარტივესი აპარატების შემდეგ გაჩნდა სინგუმატორის სულ უფრო და უფრო ახალი მოდელები. ყველაზე პირველი სარიტუალო ლიფტები მექანიკური იყო, და მუშაობდა მხოლოდ ადამიანის უშუალო მონაწილეობის მეშვეობით და, მიუხედავად მუშაობის საკმაოდ მარტივი მექანიზმისა, ისინი დღესდღეობითაც გამოიყენება. უკვე გაცილებით გვიან სარიტუალო ლიფტები ელექტრული და ჰიდრავლიკური გახდა, რამაც ადამიანი მთლიანად გაათავისუფლა მუშაობისაგან მიცვალებულის სარიტუალო ლიფტით ჩაშვების პროცესში. რუსეთის ფედერაციაში, პრაქტიკულად პირველი დაპატენტებული აპარატი სახელწოდებით კუბოს საფლავში ჩასაშვები მოწყობილობა, შეიქმნა საავტორო ჯგუფის მიერ (ნ. ნ. კომარევსკი, ო. ვ. კოპიენკო, ვ. ა. ოვეჩკინი) 1993 წელს, და არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით. დღესდღეობით სარიტუალო ლიფტების წარმოება გაიზარდა და გაფართოვდა, იცვლება მოდელები, კონსტრუქციები და მოდიფიკაციები, მაგრამ ზოგადად, არსებობს და დღესდღეობით პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენება სარიტუალო ლიფტების რამდენიმე ძირითადი ტიპი.
პირველი ტიპი, როგორც ზემოთ იყო ნახსენები, არის მექანიკური სარიტუალო ლიფტი. სინგუმატორის ეს ტიპი ყველაზე იაფია, ვინაიდან ასეთი მოწყობილობის დაკრძალვის ადგილამდე ტრანსპორტირება დიდ დროს არ მოითხოვს და მისი პარამეტრები შედარებით მცირეა. აღნიშნული აპარატის მუშაობის მექანიზმი საკმაოდ მარტივია და შეიძლება ერთი ადამიანის მიერ იმართებოდეს, რომლისთვისაც საკმარისია მქნევარას მოტრიალება, რითაც ის გაშლის მილებზე დახვეულ ღვედებს და ნელ-ნელა ჩაუშვებს კუბოს ღვედების თანდათანობით მოშვების გზით. მეორე ტიპი - ელექტრული (ელექტრომექანიკური) სინგუმატორია, რომელიც აკუმულიატორზე მუშაობს და თავად ჩაშვების პროცესის მართვა ხორციელდება ოპერატორის მიერ დისტანციური პულტის მეშვეობით ან ასევე ხელით მართვის ხერხით. მესამე ტიპს წარმოადგენენ ფრიქციული სინგუმატორები, რომლებიც ოპერატორის მიერ იმართებიან ერთი პედლის ან ბერკეტის მეშვეობით, და ასევე რეგულირდება სიჩქარე, რითაც ხდება კუბოს ჩაშვება. მეოთხე ტიპი - ჰიდრავლიკური სინგუმატორები, მუშაობენ იმავე პრინციპით, როგორც წინა ტიპები, ოპერატორის მონაწილეობით, რომელიც მართავს კუბოს საფლავში ჩაშვების მთელ პროცესს. დღესდღეობით ზემოთჩამოთვლილი სინგუმატორების ყველა ტიპი გამუდმებით მოდიფიცირდება და სულ უფრო და უფრო ახალი და სრულყოფილი ვარიანტები მზადდება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველაზე გავრცელებული, ასევე ყველაზე ბიუჯეტური და კომპაქტური, თუკი შეიძლება ასე ეწოდოს, არის მექანიკური სინგუმატორი. იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილთან საბოლოო გამომშვიდობებისა და მისი საფლავში ჩაშვების პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს და ახლობელ ადამიანებს, როგორც წესი, სურთ უკანასკნელ წუთებში ნახონ, თუ როგორ ტოვებს მათ მათთვის ახლობელი ადამიანი, მათი ნელი და თანდათანობითი წასვლით სინგუმატორი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ნივთია, რომელიც უკვე ორმოცდაათზე მეტი წლის წინ აითვისეს საზღვარგარეთის ქვეყნებში და რომელიც ნელ-ნელა, მაგრამ სამართლიანად იკავებს თავის საპატიო ადგილს საქართველოს დამკრძალავ საქმიანობაში.
კუბოს მიწაში ჩაშვება - დაკრძალვის პროცესის ფინალური მომენტია. სწორედ ამ წამებში ხდება ახლობლების საბოლოო გამომშვიდობება ცხოვრებიდან წასულ ადამიანთან. არცთუ იშვიათად მიცვალებულის კუბოს საფლავში ჩაშვების მომენტი მძიმდება იმ ადამიანების მოუხერხებელი მოქმედებებით, რომელთაც ის თოკებით უჭირავთ. ასეთი სიტუაციის აღმოსაფხვრელად არის განკუთვნილი სპეციალური სარიტუალო ლიფტი-სინგუმატორი.
სარიტუალო ლიფტს უწოდებენ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება ამოთხრილ საფლავში სასვენებლის თანაბრად და რბილად ჩაშვებისათვის. ჩვეულებრივ კუბოს საფლავში თოკების დახმარებით უშვებენ, რომელსაც ცერემონიის მონაწილეები ხელით იჭერენ. არცთუ იშვიათად ეს უხერხულ კაზუსებს იწვევს, რაც სავსებით უადგილოა სამგლოვიარო და მწუხარებით სავსე ცერემონიის დროს. კუბოს ხელით ჩაშვებისას ძალიან ბევრია დამოკიდებული პროცესიის მონაწილეთა მოქმედებების კოორდინირებულობაზე, მათ ფიზიკურ ძალასა და მოხერხებაზე.
ჰიდრავლიკური ან ელექტრული მოწყობილობა სარიტუალო ლიფტი - მოწოდებულია სასაფლაოს ისეთი დამხმარე მუშების ჩასანაცვლებლად, რომლებსაც ჩვეულებრივ ანდობენ ხოლმე კუბოს მიწაში ჩაშვების პროცესს. ეს გამოგონება გამოჩნდა XX საუკუნის ნახევარში და თავდაპირველად წარმოადგენდა ელემენტარულ ჯალამბარს, ლილვებსა და შნეკს. სპეციალური ადამიანი უბრალოდ ატრიალებდა ბორბლის ტარს, რის შედეგადაც ამოძრავებდა მექანიზმს და დაბლა უშვებდა კუბოს. ისინი დღემდე მოქმედებაშია თუმცა უფრო თანამედროვე ვარიაციით, და გააჩნიათ ჰიდრავლიკური ან ელექტრული ამძრავი. თუმცაღა იმ შემთხვევაში, თუ ჰიდრავლიკა უმტყუნებს ან ელექტროობა გაითიშება, სარიტუალო ლიფტი იმუშავებს მექანიკური ამძრავის მეშვეობით, ასე რომ თავად პროცესს არაფერი ემუქრება.
სარიტუალო ლიფტი იმის გარანტია, რომ დაკრძალვის ცერემონია მოულოდნელობების გარეშე ჩაივლის, ხოლო თავად დაკრძალვის ორგანიზაციის პროცესი არ იქნება დამძიმებული არამხოლოდ სასაფლაოს პერსონალის მოუხერხებელი მოქმედებებით, არამედ ზედმეტი ხმაურითაც. სინგუმატორის მექანიზმი სრულიად უხმაურო რეჟიმში მუშაობს და საფლავში კუბოს მდოვრედ ჩაშვებას უზრუნველყოფს. სარიტუალო ლიფტი არ არის დამოკიდებული ამინდის პირობებზე და თავის მუშაობაში სრულიად ავტონომიურია. სინგუმატორის ტრანსპორტირებას, აწყობას და მომსახურებას უზრუნველყოფს პროფესიონალური და ტაქტიკური პერსონალი.
სინგუმატორის მოწყობილობას ასევე უწოდებენ სარიტუალო ლიფტს მისი მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე. ისევე, როგორც ჩვეულებრივ ლიფტში, ტვირთი პლატფორმაზე გვარლების მეშვეობით ეშვება. გამოგონებამ დამკრძალავი სფეროს მუშაკების შრომის შემსუბუქების საშუალება მოგვცა, კუბოს საფლავში ჩაშვების პროცესს ესთეტიკურობა შეჰმატა და გამოსამშვიდობებელი ცერემონიების დროს ექსცესების რიცხვი ნულამდე დაიყვანა.
საფლავში კუბოს ხელით ჩაშვების წესი საჭიროებს კუბოს მატარებელი მთელი გუნდის შეწყობილ მოქმედებებს. თუ ადამიანი საშუალო კომპლექციის იყო, ხოლო სასვენებელი ფიცრებისგან იყო დამზადებული და ქსოვილითა მოპირკეთებული, მაშინ ოთხი ზრდასრული მამაკაცი საკმარისი იყო მნიშვნელოვანი პროცედურისათვის. მიცვალებულის სოლიდური წონა და მასიური მუხისაგან დამზადებული დასაკრძალი აქსესუარი შეიძლება ერთიანობაში 200 კგ. წონის ყოფილიყო. ძლიერი სქესის ექვსი ღონიერი წარმომადგენლისგან შემდგარი გუნდიც კი შეიძლება ვერ გამკლავებოდა ასეთ სიმძიმეს. არათანაბარი ჩაშვება, თოკების გაწყვეტის რისკი და სხვა უსიამოვნებები ზედმეტ განცდებსა და ნერვიულობას მატებდა მიცვალებულის ნათესავებს.
სარიტუალო ლიფტის მთავარ უპირატესობათა შორის უნდა აღინიშნოს მისი არაავარიულობა და ზუსტი მუშაობა. მექანიზმი არ ექვემდებარება ადამიანურ ფაქტორს - სტრესს, უძლურებას, სხვა რისკებს. ყოველი ცერემონიის წინ სინგუმატორი აუცილებელი წესით მოწმდება. შეიძლება კი ითქვას, რომ ადამიანები ყოველ ჯერზე სამსახურში წასვლის წინ გაივლიან სამედიცინო შემოწმებას?
კუბო-ლიფტი წარმოადგენს ოთხკუთხა კარკასს ძალისმიერ საფუძველზე. გვერდითი ჩარჩოები თანდათან იშლება სატრიალო სახელურის მეშვეობით და ეშვება ღვედების სისტემა, რომელზეც დევს პლატფორმა. არსებობს მექანიზმის დისტანციური მართვის ვარიანტი. კუბოს ჩაშვების ორივე ხერხი აბსოლუტურად უსაფრთხოა. თავად ცერემონიის დროს ტვირთი ეშვება მდოვრედ და ნელ-ნელა. სინგუმატორის მუშაობა უხმაუროა, რის წყალობითაც გარანტირებულია მომენტის ცერემონიულობა. ამას ასევე ხელს უწყობს მექანიზმის ოფიციალურ-სამგლოვიარო გაფორმება და ხელოვნური ბალახის საფარით და ნაძვის ტოტებით დრაპირება.
სარიტუალო ლიფტის ყველა ნაწილი დამზადებულია უამინდობისადმი მდგრადი მასალებით. აწყობის სიმარტივე უზრუნველყოფს ოპერატიულ მონტაჟს და დემონტაჟს, ასევე სინგუმატორის ჩვეულებრივი ავტომობილით ტრანსპორტირებას დაკრძალვის ადგილამდე.