გარდაცვლილის სასახლეები სხვადასხვა მასალის, დიზაინის შეიძლება იყოს. ჩვენი ბიურო გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს, სადაც აუცილებლად შეარჩევთ თქვენთვის მისაღებს როგორც ვიზუალურად, ისე ფინანსურად.
დამზადება და აქსესუარები
ძირითადად, რა მასალისგან მზადდება ეს სარიტუალო ატრიბუტიკა?
- მუხისგან
- კაკლისგან
- წიფლისგან
- კედრისგან...
ეს გახლავთ პრემიუმ-კლასის მოდელები, ვინაიდან ყველაზე ძვირია, სამაგიეროდ, გამძლე და ეფექტური.
გაცილებით ბიუჯეტური, მაგრამ არანაკლებ პოპულარულია ცაცხვისა და ფიჭვის მასალისგან დამზადებული ჩასასვენებლები.
სასახლეები ასევე განსხვავდება ერთმანეთისგან დიზაინითა და ფორმით. ტრადიციული მართკუთხა კუბოების გარდა, არსებობს ტრაპეციის, ექვსკუთხა, მომრგვალებული ფორმის ჩასასვენებლები; ასევე, ორსახურავიანი, სახელურებიანი და სხვა.
ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი მოთხოვნის მქონე ჭირისუფალი დავაკმაყოფილოთ და დავეხმაროთ, დიდი პატივით გააცილონ თავიანთი გარდაცვლილი ახლობელი მარადისობაში.