დაგვირეკეთ
595-70-33-88
11-10-2025 / 7 / ბლოგი
დაკრძალვის ძველი რიტუალი თითქმის სრულადაა შემორჩენილი სვანეთში. სვანურ “ზარს" (“ლილჭალი”), რომელსაც ადამიანის გარდაცვალებისას მიმართავენ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. ეს არის შორისდებულებზე აგებული სიმღერა. “ზარი” მთელი დღის განმავლობაში ისმის მიცვალებულის სახლში, გამოსვენებისას კი გალობენ, რათა ოჯახში მშვიდობამ დაისადგუროს. სვანეთში აუცილებელი რიტუალია მიცვალებულის განბანვა. წყალს მდინარიდან უკუღმა იღებენ და განბანვის შემდეგ ისეთ ადგილას აქცევენ, სადაც ფეხს არავინ დაადგამს. გასვენებამდე სოფელში დაუშვებელია მიწაზე მუშაობა.