20-06-2023 / 520 / ბლოგი
saritualo momsaxureoba წლებია, თანაგრძნობისა და ზრუნვის გამოხატვით, ეხმარება საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით დამწუხრებულ ოჯახებს, გაუმკლავდნენ ისედაც რთულ პერიოდში წამოჭრილ უამრავ გამოწვევას.
ძვირფასი ადამიანის უკანასკნელ გზაზე გაცილების პროცესის დაგეგმვა და საკადრისად განხორციელება არ არის იოლი და ის დამატებითი ტვირთია ჭირისუფლისთვის, რომელიც სულიერი და ფიზიკური ძალებისგან ისედაც გამოფიტულია. ასეთ დროს ძალიან დიდი შვებაა სარიტუალო მომსახურება და ყურადღებიანი ადამიანების მხარში დგომა, რომლებსაც ამ სფეროში ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება აქვთ.
ჭირისუფლისთვის შეთავაზებულ სერვისში ვითვალისწინებთ ყველა ნიუანსს, რომელიც გარდაცვლილთან გამოთხოვების პროცესს თან ახლავს. საიტზე მითითებული ტელეფონის ნომრის მეშვეობით მომართვის შემთხვევაში, ჩვენი პროფესიონალები ყურადღებით გაეცნობიან გარდაცლილის ოჯახის სიტუაციას, მის ჩანაფიქრს, სურვილებს და ოპტიმალური და შესაფერისი ვარიანტის არჩევასა და შემდგომში მის განხორციელებაში დაეხმარებიან.