ადამიანის გარდაცვალება - კაცობრიობისთვის შეუცნობელი, საკრალური სფერო იყო და დარჩება ასეთად. ასეთ დროს ურწმუნო ადამიანიც კი ცდილობს, დაიცვას ყველა რელიგიური თუ ტრადიციული წეს-ჩვეულება. ის ბრმად ემორჩილება დამკვიდრებულ ნორმებს და ითვალისწინებს იმ ცრურწმენებსაც კი, რომლებიც სხვა შემთხვევაში მასში მხოლოდ ღიმილს გამოიწვევდა.
ნებისმიერ რელიგიაში გარდაცვალებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. თუ რა წესების დაცვა ევალება და რა ეკრძალება ამა თუ იმ კონფესიის მიმდევარ ჭირისუფალს, ამის შესახებ აქ არ ვისაუბრებთ და მხოლოდ იმ ხალხურ წეს-ჩვეულებებსა და ცრურწმენებს ჩამოვთვლით, რომლებიც მიცვალებულის უკანასკნელ გზაზე გაცილებას უკავშირდება. ქვემოთ ჩამოთვლილი არ ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერს დამკრძალავი ბიუროები ითვალისწინებენ.
რჩევა დარიგებები
- ამა თუ იმ ერის კულტურაში დაკრძალვასთან დაკავშირებული მრავალი წესი, აკრძალვა და შეზღუდვა უხსოვარი დროიდან არსებობს, რომელთა ნაწილს საკმაოდ წონიანი სამედიცინო საფუძველიც აქვს. ზოგიერთი წესი დღეს მხოლოდ სამგლოვიარო ეტიკეტის მატარებელია, მაგრამ არსებობს ცრურწმენებიც, რომლებსაც არც ეტიკეტთან, არც რელიგიასთან კავშირი არ აქვთ, მაგრამ დიდი ხანია დაკრძალვის ტრადიციებს შეერწყა და კვლავაც აღესრულება.
- არ შეიძლება მიცვალებულს თვალები გახელილი ჰქონდეს;
მიზეზი ბევრია, მაგრამ გავრცელებულია შიში, რომ მიცვალებული გახელილი თვალებით ეძებს ვიღაცას, ვისაც თავისთან წაიყვანს. ეს ნიშნავს, რომ ოჯახში სულ მალე კიდევ ვიღაც გარდაიცვლება. როგორც წესი, გარდაცვლილს პირიც დახურული უნდა ჰქონდეს.
- არ შეიძლება კუბოში ცოცხალი ადამიანების ნივთების ჩადება;
ძველი ხალხური ადათის თანახმად, თუკი მიცვალებულს საფლავში ცოცხალი ადამიანის ნივთს ჩაატანენ, ეს უკანასკნელიც უკან მიჰყვება.
- არ შეიძლება კუბოს სახურავის მიცვალებულის სახლში დატოვება
ხალხური წესით, თუკი სასახლის სახურავი მიცვალებულის სახლში დარჩება, ოჯახს კიდევ ერთი სიკვდილი ელის. ზოგიერთი ხალხის ტრადიციით, კუბო სახლიდან აუცილებლად იმ მამაკაცებმა უნდა გაიტანონ, რომლებიც გარდაცვლილის ნათესავები არ არიან. მიიჩნევა, რომ სისხლი სისხლისკენ მიილტვის და მიცვალებული ნათესავებს თან გაიყოლებს;
- გამოსვენებისას მიცვალებულს თავი წინ არ უნდა ჰქონდეს
უხსოვარი დროიდან მიიჩნევა, რომ გასვენების დროს მიცვალებულს თავი წინ არ უნდა ჰქონდეს. მას მიასვენებენ ფეხებით წინ, რათა სულმა უკან დაბრუნება შეძლოს;
- კუბოს გამოსვენების დროს, ცოცხლები უკან არ უნდა მიბრუნდნენ
უძველესი დროიდან სწამთ, რომ მიცვალებულის სახლიდან გამოსვენების დროს, ცოცხლებისთვის არათუ უკან შებრუნება, უკან ყურებაც არ შეიძლება, რომ სიკვდილი შენთან ან შენს სახლში არ მოვიდეს. არც დაკრძალვის შემდეგ სასაფლაოსკენ გახედვაა მიღებული;
- დაკრძალვას ორსული ქალები და ბავშვები არ უნდა ესწრებოდნენ
ეს აკრძალვა დაკავშირებულია შეხედულებასთან იმის შესახებ, რომ ახალი სიცოცხლე სიკვდილთან შეუსაბამოა, ბავშვების ფსიქიკა კი არასათანადოდ მყარია და მასზე სამგლოვიარო რიტუალებმა შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს;
- არ შეიძლება გასვენებაში ღია ფერის ტანსაცმლით მისვლა
ბევრ კულტურაში სამგლოვიარო ფერი შავია. ზოგადად, შავი ტანსაცმლის ჩაცმა აუცილებელი არ არის, მაგრამ მუქი ფერები კი ნამდვილად სასურველია. არსებობს ცრურწმენაც, რომ ღია და კაშკაშა ფერები სიკვდილის ყურადღებას იპყრობს;
- არ შეიძლება კუბის წინ სიარული მიიჩნევენ, რომ ის, ვინც კუბოს გაასწრებს, იმქვეყნადაც უფრო ადრე წავა, ვიდრე მიცვალებული. გასვენების დროს კატაფალკისთვის გასწრებაც არ არის მიზანშეწონილი - ეს ავადმყოფობისა თუ უსიამოვნებების მომასწავებელია. არ შეიძლება სამგლოვიარო პროცესიისთვის გზის გადაჭრა, მის საპირისპიროდ მოძრაობა. ამ დროს მამაკაცები ქუდს იხდიან;
- სასაფლაოზე ხმაური, ბილწსიტყვაობა და ჩხუბი არ შეიძლება
გარდაცვლილების სულებს ეს არ მოეწონებათ და სამარეში მათი მყუდროება დაირღვევა. თუმცა, ეს წესი უკავშირდება ალბათ არა იმდენად ცრურწმენას, რამდენადაც სიკვდილის შიშს, რომელიც ცოცხლებს სასაფლაოზე ეუფლებათ ხოლმე;
- არ შეიძლება სასაფლაოდან რაიმეს წამოღება წამოღება მხოლოდ იმ ნივთების შეიძლება, რომელიც იქ მისულს პირადად გქონდათ. სხვა დანარჩენი, მაგალითად, დაკრძალვის დროს გამოყენებული ხელსაწმენდი თუ მაგიდის გადასაფარებელი, იქვე უნდა დარჩეს, რათა თან სიკვდილი არ გამოჰყვეს;
- არ შეიძლება წუთიერი დუმილის დროს საუბარი წუთიერი დუმილით პატივის მიგების დროს არ შეიძლება არამხოლოდ საუბარი, ისეთი ქმედებაც, რომელიც გარკვეულ ხმას გამოსცემს. ასეთ დროს ადგილის მონაცვლეობა ან ნივთებით სარგებლობაც გარდაცვლილისადმი უპატივცემულობად ითვლება;
- არ შეიძლება გარდაცვლილის ტანსაცმლით სარგებლობა ზოგიერთის აზრით, გარდაცვლილი ადამიანის ტანისამოსის ჩაცმა არ შეიძლება, ზოგისთვის კი პირიქით, ეს იმ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნის ასოციაციას იწვევს, რომელიც იმქვეყნად წავიდა. აქ ყველაფერი პირად გრძნობებსა და განწყობაზეა დამოკიდებული. სხვა საქმეა ტანსაცმელი, რომელშიც ადამიანი გარდაცვალების მომენტში იყო. სიკვდილის დადგომისთანავე, სხეული გახრწნას იწყებს და ასეთი ტანსაცმლის ცოცხლებისთვის გამოყენება სახიფათოცაა. არსებობს ცრურწმენა, რომ მიცვალებულის ფეხსაცმელზე თასმები შეკრული არ უნდა იყოს, რათა მისი სულიც არ შეიბოჭოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაცვლილი თავისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს სიზმარში ხშირად გამოეცხადება;
- გარდაცვლილზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი ყველა ადამიანშია კარგი და ცუდი, ბოროტი და კეთილი. მიიჩნევა, რომ გარდაცვლილის აუგის გახსენებით, მის სულს იმქვეყნად აღვაშფოთებთ. ამიტომ აჯობებს, მასზე მხოლოდ კარგი გავიხსენოთ. ცნობილი გამონათქვამიც, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ, ცოცხლებს ამისკენ მოგვიწოდებს.