21-02-2022 / 1 522 / ბლოგი
ჩვენი დაკრძალვის სერვისი ადამიანებისთვის საჭირო და შესაბამის მომსახურებებს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, რომლის დანიშნულებაც დანაკარგგანცდილი ჭირისუფლის დახმარება და მისთვის აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაა.
გარდაცვლილის დაკრძალვა კი რა დამღლელი პროცედურების შესრულებასაც მოითხოვს, ყველას კარგად მოგვეხსენება. ყველაფერი მოსასწრებია: სასაფლაოზე ადგილის მოძიება, სასახლის შეკვეთა თავისი ტახტით, ქელეხისთვის საჭირო საკითხების მოგვარება, გარდაცვლილის კატაფალკით გადასვენება, საფლავის მოპირკეთება... მოკლედ, პირველივე დღიდან იწყება თავბრუდამხვევი სამზადისი, რაც ისედაც დამწუხრებულ ჭირისუფალს სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევს.
სწორედ ამისთვის არსებობს სარიტუალო მომსახურება, რომ ამ რთულ სიტუაციაში ადამიანებს ყოფა შეუმსუბუქოს და ზედმეტი საზრუნავი აარიდოს თავიდან. ჩვენს საიტზე მოცემული კატეგორიები ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ მომსახურებაზე მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას. თქვენ მხოლოდ გევალებათ, დარეკოთ საიტზე მითითებულ ნომერზე და ამის შემდეგ ჩვენ ვიზრუნებთ ყველაფერზე.
ჩვენ ვითვალისწინებთ დღეს საქართველოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას და შესაბამისად, ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობის მქონე ადამიანს ვთავაზობთ გვერდში დგომას. მართალია, არავინ ცდილობს დაკრძალვასთან დაკავშირებით თანხის დაზოგვას, ყველას საუკეთესო სურს თავისი მიცვალებულისთვის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სურვილი და შესაძლებლობა არ ემთხვევა ერთმანეთს. შესაბამისად, ჩვენი პროდუქცია ფასების და სახეობის ფართო არჩევანს გთავაზობთ.
არ მოგერიდოთ, კვირის ნებისმიერ დღეს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაგვიკავშირდით და ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები მარტივად, უმოკლეს დროში გაამართლებენ თქვენს ნდობას. უკმაყოფილო კი ჩვენგან არავინ დარჩენილა. ამაზე მიუთითებს ჩვენი 20-წლიანი გამოცდილება.