კეთილმოწყობილი დამკრძალავი დარბაზები, რომლებსაც ჩვენი სერვისი გთავაზობთ, დაგეხმარებათ სამგლოვიარო რიტუალების ყველა წესისა და რიგის მიხედვით ჩატარებაში, იქნება ეს პანაშვიდების თუ ქელეხის გამართვა.
მომსახურება
დამკრძალავი სააგენტოები ძალიან მოსახერხებელ მომსახურებას სთავაზობენ ჭირისუფალს. ყველას კარგად მოგვეხსენება, რამხელა საზრუნავთანაა დაკავშირებული გარდაცვლილის ღირსეულად გაცილება ამქვეყნიური ცხოვრებიდან. ნამდვილად ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარდება ჭირისუფალი, რომელსაც გლოვის პარალელურად უამრავი პროცედურის ჩატარება მართებს.
სწორედ ამისთვის ვარსებობთ ჩვენ, რომ დამწუხრებულ ადამიანებს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და ყველა საორგანიზაციო საკითხი ჩვენს თავზე ავიღოთ.
ჩვენ დაგეხმარებით:
- სამგლოვიარო რიტუალების ორგანიზებაში (ბალზამირება, ცხედრის მოწესრიგება, ჩაცმა...);
- ჩასასვენებლების შერჩევაში;
- პანაშვიდებისა თუ ქელეხისთვის შესაფერისი სივრცით უზრუნველყოფაში;
- კატაფალკით ტრანსპორტირებაში;
- საფლავის მოპირკეთებაში...
დაგვიკავშირდით და გქონდეთ ჩვენი გულისხმიერი თანამშრომლების თანადგომის იმედი!