31-01-2021 / 200 / სიახლეები
სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან დგება დღე, როცა Saritualo momsaxureba ყველა ოჯახისთვის აუცილებლობა ხდება, რადგან გარდაცვალება გარდაუვალია თითოეული ადამიანისთვის. მიცვალებულს ვერ გააცოცხლებ, მაგრამ შესაძლებელია, ჭირისუფალს მხარდაჭერა გამოუცხადო და შეუმსუბუქო ის მძიმე ტვირთი, რაც მიცვალებულის გაპატიოსნებასა და დაკრძალვასთან არის დაკავშირებული.
ამ დროს ახლობელი ადამიანის დაკარგვით დამწუხრებულ ადამიანს, გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად გაუმკლავდეს ამ დიდ დანაკარგს, უწევს დაკრძალვის ორგანიზებაზე ზრუნვა, რომ ღირსეულად გააცილოს მიცვალებული უკანასკნელ გზაზე.
ეს პროცედურები კი, დამეთანხმებით, მრავალ ნიუანსს მოიცავს: გვიწევს აქეთ-იქით სირბილი, რომ დროულად და სასურველ ფასად შევიძინოთ აუცილებელი ატრიბუტები, იქნება ეს სასახლე-მაცივრები თუ სუდარა და ჯვარი; საეკლესიო ნივთებისთვისაც უნდა მივმართოთ საეკლესიო მაღაზიებს და კატაფალკაზეც უნდა შევუთანხმდეთ მავანს; სარიტუალო დარბაზის საკითხიც მოსაგვარებელია და მოგვიანებით საფლავის მოპირკეთებაზეც უნდა ვიზრუნოთ...
ამ მძიმე და რთული სიტუაციიდან მარტივი გამოსავალია ჩვენი მომსახურება. ჩვენ ერთი პასუხი გვაქვს თქვენს მრავალ კითხვაზე. თუ ჩვენს საიტს გადაავლებთ თვალს, დარწმუნდებით, რომ ქვემოთ მოცემულ კატეგორიაში არის სერვისის სრული პაკეტი, რაც დაკრძალვის ორგანიზებისთვის გჭირდებათ.
ჩვენ ვიზრუნებთ ყველაფერზე თქვენი ახლობლის გარდაცვალების პირველივე დღიდან. ანუ ჩვენთან არის ყველა მომსახურება ერთ სივრცეში.
იმ 20-ზე მეტი წლის განმავლობაში, რაც ჩვენი ბიურო არსებობს, ჩვენ კარგად შევისწავლეთ თითოეული კლიენტის მოთხოვნები და მაქსიმალურად ვცდილობთ, საზრუნავი შევუმსუბუქოთ მათ. ამასთან ერთად, ჩვენ გაგებით ვეკიდებით თითოეული ჭირისუფლის ფინანსურ შესაძლებლობებს და ანგარიშს ვუწევთ მათ.
ერთი სიტყვით, ჩვენი ბიუროს - Saritualo ნომერზე დარეკვით, რომელიც საიტზეა მითითებული, თქვენ თავიდან აიცილებთ დაკრძალვის ორგანიზებისთვის აუცილებელ დამღლელ პროცედურებს. ჩვენ ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში თქვენს სამსახურში ვართ და უმოკლეს დროში, თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით, ზედმიწევნით ხარისხიანად და პროფესიონალურად შევასრულებთ თქვენს მოთხოვნებს.