28-01-2021 / 217 / სიახლეები
სწორედ იმისთვის არსებობს სარიტუალო მომსახურება, რომ ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით დამწუხრებულ ჭირისუფალს გვერდში დაუდგეს და იმ აუცილებელი პროცედურებისა თუ რიტუალების შესრულებაში დაეხმაროს, რაც მიცვალებულის დაკრძალვისთვის არის საჭირო.
ახლობლის გარდაცვალება თავისთავად დიდი ტკივილია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა არანაკლებ სტრესს იწვევს ის საკითხი, თუ როგორ შევასრულოთ ის ვალდებულებები უმოკლეს დროში, რაც დაკრძალვას უკავშირდება. ჩვენი დახმარებით თავიდან აირიდებთ ყველანაირ გაწამაწიას და ერთ სივრცეში შეძლებთ ნებისმიერი სახის მომსახურების მიღებას.
ჩვენი მთავარი დანიშნულებაც ხომ სწორედ ისაა, რომ ჭირისუფალს რთული მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და საკუთარ თავზე ავიღოთ მიცვალებულის უკანასკნელ გზაზე გაცილებისთვის საჭირო ყველა პროცედურა. ჩვენ კლიენტს ვთავაზობთ და უზრუნველვყოფთ მას ყველა საჭირო ატრიბუტით და მომსახურებით - სასახლე-მაცივრებით და საეკლესიო ნივთებით დაწყებული, საფლავის მოპირკეთებით დამთავრებული.
რა თქმა უნდა, ყველა ჭირისუფალს სურს, მიცვალებულს საუკეთესო უკანასკნელი ნავსაყუდელი შეუქმნას, მაგრამ სურვილი და შესაძლებლობები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენი მომსახურება ნებისმიერი ფენისა და ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანებზეა მორგებული.
ჩვენ უკვე 20 წელი ვარსებობთ და გულისხმიერებით ვეკიდებით ყველა ჭირისუფლის სურვილს. ცოდნა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი გვეხმარება იმაში, რომ არასდროს დავტოვოთ კლიენტი იმედგაცრუებული და უკმაყოფილო. ჩვენ ვამაყობთ იმითაც, რომ ხანგრძლივი საქმიანობის პერიოდში, მსგავსი შემთხვევა ერთხელაც არ დაფიქსირებულა.
ჩვენი საიტის მეშვეობით, რომელიც ადაპტირებულია ტელეფონზე, პლანშეტსა და პორტატულ კომპიუტერზეც, შეგიძლიათ ზედმიწევნით ამომწურავად გაეცნოთ ჩვენს სერვისს და დარწმუნდეთ, რომ აქ მოცემული ჩამონათვალი ითვალისწინებს ყველაფერს, რაც კი საჭიროა ადამიანის გარდაცვალების დღიდან მის დაკრძალვამდე პერიოდში.
შეგიძლიათ დაგვირეკოთ საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ყოველდღე 24 საათის განმავლობაში და კიდევ უფრო ამომწურავად გაეცნოთ ჩვენს სერვისს. ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, ჩვენი სარიტუალო მომსახურება მზადაა, გვერდში დაგიდგეთ და მაქსიმალურად მცირე დროში, თქვენთვის სასურველ ფასად დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები.