06-02-2021 / 129 / სიახლეები
ახლობელი ადამიანის გარდაცვალება უდიდეს მწუხარებასთან ერთად, დაბნეულობასაც იწვევს. ეს Damkrdzalavi Biuro და მისი სპეციალისტები მზად არიან, ყველანაირად გვერდში დაუდგნენ და დაეხმარონ ჭირისუფალს, რათა ისედაც მძიმე დღეები მას კიდევ უფრო არ დაუმძიმდეს.
ახლობელი ადამიანის გარდაცვალება უკვე ტრაგედიაა ჭირისუფალი ადამიანებისთვის, მაგრამ ამასთან ერთად, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა ერთბაშად დგება. წამოიჭრება უამრავი საკითხი და პრობლემა, რომლებიც გარდაცვლილის უკანასკნელ გზაზე საკადრისად გაცილებას სჭირდება - დაწყებული საჭირო დოკუმენტაციის გაფორმებით, სასაფლაოს მოპირკეთებით დამთავრებული.
და ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მსგავსი გამოწვევის პირისპირ პირველად აღმოჩნდნენ. ამ დროს გამოცდილი და თავის საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე პროფესიონალების თანადგომა, რომლებსაც ყველა სარიტუალო პროცედურის შესრულება დროულად, ხარისხიანად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეუძლიათ, არათუ მნიშვნელოვანი, უბრალოდ შეუფასებელია.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ სფეროში საქმიანობის ძალიან დიდი - 20-წლიანი გამოცდილება გვაქვს. დაკრძალვის Biuro პროფესიონალურად ორგანიზება კი, ეს არის შესაძლებლობა ჭირისუფლისთვის, ზურგიდან მოიხსნას ყველა საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებული მძიმე ტვირთი და გადაგვაბაროს იმ პროფესიონალებს, რომლებიც მზად ვართ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე, ჭირისუფლის შესაძლებლობებისა და მოთხოვნების შესაბამისად შევასრულოთ.
ყველაფერთან ერთად, ჩვენი მომსახურება დაგიზოგავთ დროს, ნერვებს, სახსრებს, აგარიდებთ უამრავი ზარის განხორციელებისა თუ სხვადასხვა პუნქტში პირადად მისვლის საჭიროებას. ჩვენი წარმომადგენლები მზად არიან, ყველაფერს თავად შეასრულონ.
წარმოდგენილი საიტი პოტენციური კლიენტისთვის ჩვენი საქმიანობის შესახებ პირველი წარმოდგენის შექმნას ემსახურება და ის ადაპტირებულია როგორც ტელეფონით, ისე პლანშეტითა თუ პერსონალური კომპიუტერით მოხმარებასთან. იმისათვის, რათა ვიზიტორს გაუადვილდეს საჭირო ინფორმაციასთან წვდომა, საიტი დაყოფილია თემატურ რუბრიკებად და განყოფილებებად, ფუნქციურად კი ის ყველასთვის მარტივი და მოხერხებულია.
საიტზე წარმოდგენილია სარიტუალო მომსახურებასთან დაკავშირებული ის პროდუქცია და სერვისები, რომლებიც ჭირისუფალს გარდაცვლილის უკანასკნელ გზაზე საკადრისად გაცილებისთვის სჭირდება. ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ როგორც ბიუჯეტურ, ისე უმაღლესი სტანდარტის პროდუქციასა და მომსახურებას. ვფიქრობთ, რომ კლიენტებისთვის ფართო არჩევანის შეთავაზება ჩვენი პლუსია.
ჩვენ ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. საჭიროების შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, უქმე დღეა თუ შუაღამე, საკმარისია დარეკოთ საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე და ჩვენი სპეციალისტი ვითარებაში გარკვევის შემდეგ, პირველ კონსულტაციას გაგიწევთ და უპასუხებს თქვენს ნებისმიერ შეკითხვას. შეთანხმების შემთხვევაში ჩვენი Damkrdzalavi Biuro დასახავს სამოქმედო კონკრეტულ გეგმას და შეუდგება საქმეს.