დამკრძალავი ბიურო

დამკრძალავი ბიურო

აღნიშნული damkrdzalavi biuro თბილისში არსებობს იმისთვის, რომ გარდაცვლილი ადამიანის ახლობლებს შეუმსუბუქოს ის მძიმე ტვირთი, რაც განსვენებულის უკანასკნელ გზაზე გაცილებისთვის საჭირო პროცედურებსა და რიტუალებს უკავშირდება.

არცთუ იშვიათად, ახლობელი ადამიანის გარდაცვალების დროს, ბუნებრივად გამოწვეული დიდი მწუხარების გარდა, მიცვალებულის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს დაბნეულობაც ეუფლებათ. არადა, ასეთ წუთებში ჭირისუფალს არა მხოლოდ მძიმე ემოციებთან გამკლავება მართებს, რაც თავისთავად საკმაოდ რთულია და მისგან უდიდესი სულიერი სიმტკიცის გამოვლენას მოითხოვს, არამედ მთელი რიგი აუცილებელი საკითხების შეზღუდულ დროში, უნაკლოდ და მისაღებ ფასად მოგვარებაც.

სარიტუალო მომსახურება

ჩვენი saritualo momsaxureba მზადაა, ამ მძიმე წუთებში გვერდში დაუდგეს გარდაცვლილის ახლობლებს და დაეხმაროს მათ ყველაფრის სწრაფად და მარტივად მოგვარებაში.

ქალაქში სერვისები ბევრია მაგრამ, აქ არსებითად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოში ამ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და ყველა საჭირო ცოდნა იმისთვის, რათა უმაღლეს დონეზე შევასრულოთ დაკისრებული ამოცანა და დამწუხრებული ადამიანის ნდობა ზედმიწევნით გავამართლოთ.

სამუშაო გრაფიკი

ჩვენ ვმუშაობთ 7 დღე 24 საათის განმავლობაში და ყოველთვის მზად ვართ, რათა დროულად, გულისხმიერად და კვალიფიციურად მივუდგეთ ნებისმიერ კლიენტს, რომლებიც გასაჭირის დროს მოგვმართავს. ჩვენი სიტყვების დასტური კი ის მაღალი შეფასებაა, რომელსაც საქმიანობის მრავალწლიან პერიოდში გამუდმებით ვიღებთ შესრულებული სამუშაოს შემდეგ ჩვენგან კმაყოფილი ადამიანებისგან. სწორედ ჩვენი კლიენტების მადლიერებაა ჩვენთვის უმთავრესი მოტივატორი.

ჩვენი მომსახურება:

  • გადასვენება
  • ბალზამირება
  • სასახლე მაცივარი
  • ტახტი
  • შანდალი
  • კატაფალკა / ტრანსპორტი
  • სარიტუალო დარბაზი
  • ჩაცმა / მოწესრიგება
  • სასახლის ჩასასვენებელი ლიფტი

ჩვენი მომსახურება და მისი გუნდი საკუთარ თავზე იღებს ყველა იმ საკითხის მოგვარებას, რომელიც გარდაცვალების წუთიდან დაკრძალვამდე პერიოდს უკავშირდება. ჩვენი სერვისის ჩამონათვალი ითვალისწინებს ყველაფერს, რაც ჭირისუფალს გარდაცვლილთან გამოთხოვების პროცესის სათანადოდ და მისთვის ოპტიმალური ხარჯებით ორგანიზებისთვის სჭირდება.

ჩვენი პროდუქცია და სარიტუალო ბიურო კი გათვლილია ყველა სახის, ფინანსური შესაძლებლობისა და მოთხოვნების მქონე კლიენტებზე.

ჩვენი პროდუქცია:

  • სასახლეები
  • სუდარა
  • საფლავის ჯვარი
  • საეკლესიო ნივთები
  • საფლავის მოპირკეთება
  • საფლავის მოძიება

კლიენტებთან გამარტივებული და მოხერხებული კონტაქტისთვის და ასევე, ცნობადობის ასამაღლებლად, ჩვენ წარმოგიდგენთ საიტს, რომელიც ადაპტირებულია ყველა მოწყობილობაზე და იძლევა საშუალებას, პოტენციური კლიენტი გაეცნოს ჩვენ საქმიანობას და პროდუქციას როგორც ტელეფონიდან, ისე პლანშეტიდან თუ პერსონალური კომპიუტერიდან. საიტის ზედა მენიუში მოცემულია კატეგორიები, მის ქვედა ნაწილში წარმოდგენილი ღილაკების მეშვეობით კი, საიტის სტუმარს პროდუქციისა და სერვისების დეტალურად გაცნობა შეუძლია.

სარიტუალო სერვისი და ჩვენი გუნდი ამ მძიმე წუთებში ყველანაირად გვერდში დაგიდგებათ. იმისათვის, რათა შეძლოთ ჩვენთან დაკავშირება, საკმარისია დარეკოთ საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. დარეკვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს - 7 დღე, 24 საათის განმავლობაში. პირველადი კონსულტაციისა და შეთანხმების შემდეგ კი, გპირდებით, რომ ჩვენი სერვისით დარჩებით კმაყოფილნი.

ჩვენი მომსახურება დედაქალაქში

მოგემსახურებათ ჩვენი ბიურო ვარკეთილში, გლდანში, ავლაბარში, საბურთალოზე, დიდ დიღომში, სანზონაში, დიღმის მასივში, ვაზისუბანში, ვაკეში, სოფელ დიღომში, ვერაზე, ბაგებში, ავჭალაში, სამგორში, მთაწმინდაზე, თემქაზე, ვაშლიჯვარში, ნახალოვკაში, დიდუბეში მუხიანში, მეტრომშენში, ლილოში, აფრიკაში, ფონიჭალაში, ორთაჭალაში, ისანში და ა.შ.

სწრაფი სერვისი

ნახსენები სერვისები სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით დამწუხრებულ ჭირისუფალს გვერდში დაუდგეს და იმ აუცილებელი პროცედურებისა თუ რიტუალების შესრულებაში დაეხმაროს, რაც მიცვალებულის დაკრძალვისთვის არის საჭირო.

ახლობლის გარდაცვალება თავისთავად დიდი ტკივილია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა არანაკლებ სტრესს იწვევს ის საკითხი, თუ როგორ შევასრულოთ ის ვალდებულებები უმოკლეს დროში, რაც დაკრძალვას უკავშირდება. ჩვენი დახმარებით თავიდან აირიდებთ ყველანაირ გაწამაწიას და ერთ სივრცეში შეძლებთ ნებისმიერი სახის მომსახურების მიღებას.

სარიტუალო მომსახურეობა და მისი მთავარი დანიშნულებაც ხომ სწორედ ისაა, რომ ჭირისუფალს რთული მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და საკუთარ თავზე ავიღოთ მიცვალებულის უკანასკნელ გზაზე გაცილებისთვის საჭირო ყველა პროცედურა. ჩვენ კლიენტს ვთავაზობთ და უზრუნველვყოფთ მას ყველა საჭირო ატრიბუტით და მომსახურებით - სასახლე-მაცივრებით და საეკლესიო ნივთებით დაწყებული, საფლავის მოპირკეთებით დამთავრებული.

რა თქმა უნდა, ყველა ჭირისუფალს სურს, მიცვალებულს საუკეთესო უკანასკნელი ნავსაყუდელი შეუქმნას, მაგრამ სურვილი და შესაძლებლობები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენი მომსახურება ნებისმიერი ფენისა და ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანებზეა მორგებული.

ჩვენ უკვე 20 წელია ვარსებობთ და გულისხმიერებით ვეკიდებით ყველა ჭირისუფლის სურვილს. ცოდნა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი გვეხმარება იმაში, რომ არასდროს დავტოვოთ კლიენტი იმედგაცრუებული და უკმაყოფილო. ჩვენ ვამაყობთ იმითაც, რომ ხანგრძლივი საქმიანობის პერიოდში, მსგავსი შემთხვევა ერთხელაც არ დაფიქსირებულა.

საიტი არის ადაპტირებული ტელეფონზე, პლანშეტსა და პორტატულ კომპიუტერზეც, შეგიძლიათ ზედმიწევნით ამომწურავად გაეცნოთ ჩვენს სერვისს და დარწმუნდეთ, რომ აქ მოცემული ჩამონათვალი ითვალისწინებს ყველაფერს, რაც კი საჭიროა ადამიანის გარდაცვალების დღიდან მის დაკრძალვამდე პერიოდში.

ჩვენ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში მზადაა გვერდში დაგიდგეთ და მაქსიმალურად მცირე დროში, თქვენთვის სასურველ ფასად დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები.შეგიძლიათ დაგვირეკოთ საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ყოველდღე 24 საათის განმავლობაში და კიდევ უფრო ამომწურავად გაეცნოთ ჩვენს სერვისს.

რატომ ჩვენ?

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სერვისი.

ფართო არჩევანი: 50 - ზე მეტი სხვადასხვა სტილის და მოდელის სასახლე.

გარანტია: მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

სწრაფი მიწოდება და მინიმალური ფასი: ორგანიზებული და სწრაფი მუშაობის ხარჯზე ჩვენი ფასები მინიმალურია და მიწოდების სისწრაფე მაქსიმალური.

მაღალი საიმედოობა: ჩვენი გუნდი მუშაობს საქართვლოს ბაზარზე უკვე 20 წელია და გვაქვს დიდი გამოცდილება.

დაბალი ფასი: მომხმარებელთა დიდი რაოდენობა გვაძლევს მისაღებ ფასებში მუშაობის საშვალებას.

ჩვენი მომსახურება

ჩვენი სპეციალისტები მზად არიან, ყველანაირად გვერდში დაუდგნენ და დაეხმარონ ჭირისუფალს, რათა ისედაც მძიმე დღეები მას კიდევ უფრო არ დაუმძიმდეს. ახლობელი ადამიანის გარდაცვალება უდიდეს მწუხარებასთან ერთად, დაბნეულობასაც იწვევს.

ახლობელი ადამიანის გარდაცვალება უკვე ტრაგედიაა ჭირისუფალი ადამიანებისთვის, მაგრამ ამასთან ერთად, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა ერთბაშად დგება. წამოიჭრება უამრავი საკითხი და პრობლემა, რომლებიც გარდაცვლილის უკანასკნელ გზაზე საკადრისად გაცილებას სჭირდება - დაწყებული საჭირო დოკუმენტაციის გაფორმებით, სასაფლაოს მოპირკეთებით დამთავრებული.

და ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მსგავსი გამოწვევის პირისპირ პირველად აღმოჩნდნენ. ამ დროს გამოცდილი და თავის საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე პროფესიონალების თანადგომა, რომლებსაც ყველა სარიტუალო პროცედურის შესრულება დროულად, ხარისხიანად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეუძლიათ, არათუ მნიშვნელოვანი, უბრალოდ შეუფასებელია.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ სფეროში საქმიანობის ძალიან დიდი - 20-წლიანი გამოცდილება გვაქვს. დაკრძალვის პროფესიონალურად ორგანიზება კი, ეს არის შესაძლებლობა ჭირისუფლისთვის, ზურგიდან მოიხსნას ყველა საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებული მძიმე ტვირთი და გადაგვაბაროს იმ პროფესიონალებს, რომლებიც მზად ვართ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე, ჭირისუფლის შესაძლებლობებისა და მოთხოვნების შესაბამისად შევასრულოთ.

ჩვენ ყველაფერთან ერთად დაგიზოგავთ დროს, ნერვებს, სახსრებს, აგარიდებთ უამრავი ზარის განხორციელებისა თუ სხვადასხვა პუნქტში პირადად მისვლის საჭიროებას. ჩვენი წარმომადგენლები მზად არიან, ყველაფერს თავად შეასრულონ.

წარმოდგენილი საიტი პოტენციური კლიენტისთვის ჩვენი საქმიანობის შესახებ პირველი წარმოდგენის შექმნას ემსახურება და ის ადაპტირებულია როგორც ტელეფონით, ისე პლანშეტითა თუ პერსონალური კომპიუტერით მოხმარებასთან. იმისათვის, რათა ვიზიტორს გაუადვილდეს საჭირო ინფორმაციასთან წვდომა, საიტი დაყოფილია თემატურ რუბრიკებად და განყოფილებებად, ფუნქციურად კი ის ყველასთვის მარტივი და მოხერხებულია.

საიტზე წარმოდგენილია ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებული ის პროდუქცია და სერვისები, რომლებიც ჭირისუფალს გარდაცვლილის უკანასკნელ გზაზე საკადრისად გაცილებისთვის სჭირდება. ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ როგორც ბიუჯეტურ, ისე უმაღლესი სტანდარტის პროდუქციასა და მომსახურებას. ვფიქრობთ, რომ კლიენტებისთვის ფართო არჩევანის შეთავაზება ჩვენი პლუსია.

თბილისში სარიტუალო ბიუროები ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. საჭიროების შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, უქმე დღეა თუ შუაღამე, საკმარისია დარეკოთ საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე და ჩვენი სპეციალისტი ვითარებაში გარკვევის შემდეგ, პირველ კონსულტაციას გაგიწევთ და უპასუხებს თქვენს ნებისმიერ შეკითხვას. შეთანხმების შემთხვევაში ჩვენი გუნდი დასახავს სამოქმედო კონკრეტულ გეგმას და შეუდგება საქმეს.

ჩვენი ბიურო თბილისში

როცა ეს სერვისი ყველა ოჯახისთვის აუცილებლობა ხდება რაც სამწუხაროდ ადრე თუ გვიან ყველას ჭირდება, რადგან გარდაცვალება გარდაუვალია თითოეული ადამიანისთვის. მიცვალებულს ვერ გააცოცხლებ, მაგრამ შესაძლებელია, ჭირისუფალს მხარდაჭერა გამოუცხადო და შეუმსუბუქო ის მძიმე ტვირთი, რაც მიცვალებულის გაპატიოსნებასა და დაკრძალვასთან არის დაკავშირებული.

ამ დროს ახლობელი ადამიანის დაკარგვით დამწუხრებულ ადამიანს, გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად გაუმკლავდეს ამ დიდ დანაკარგს, უწევს დაკრძალვის ორგანიზებაზე ზრუნვა, რომ ღირსეულად გააცილოს მიცვალებული უკანასკნელ გზაზე.

აღნიშნული საქმე და მათი პროცედურები კი, დამეთანხმებით, მრავალ ნიუანსს მოიცავს: გვიწევს აქეთ-იქით სირბილი, რომ დროულად და სასურველ ფასად შევიძინოთ აუცილებელი ატრიბუტები, იქნება ეს სასახლე-მაცივრები თუ სუდარა და ჯვარი; საეკლესიო ნივთებისთვისაც უნდა მივმართოთ საეკლესიო მაღაზიებს და კატაფალკაზეც უნდა შევუთანხმდეთ მავანს; სარიტუალო დარბაზის საკითხიც მოსაგვარებელია და მოგვიანებით საფლავის მოპირკეთებაზეც უნდა ვიზრუნოთ...

ამ მძიმე და რთული სიტუაციიდან მარტივი გამოსავალია ჩვენი სერვისი და მისი მომსახურება. ჩვენ ერთი პასუხი გვაქვს თქვენს მრავალ კითხვაზე. თუ ჩვენს საიტს გადაავლებთ თვალს, დარწმუნდებით, რომ ქვემოთ მოცემულ კატეგორიაში არის სერვისის სრული პაკეტი, რაც დაკრძალვის ორგანიზებისთვის გჭირდებათ.

ჩვენ ვიზრუნებთ ყველაფერზე თქვენი ახლობლის გარდაცვალების პირველივე დღიდან. ანუ ჩვენთან არის ყველა მომსახურება ერთ სივრცეში.

იმ 20-ზე მეტი წლის განმავლობაში, რაც ჩვენი სერვისი არსებობს, ჩვენ კარგად შევისწავლეთ თითოეული კლიენტის მოთხოვნები და მაქსიმალურად ვცდილობთ, საზრუნავი შევუმსუბუქოთ მათ. ამასთან ერთად, ჩვენ გაგებით ვეკიდებით თითოეული ჭირისუფლის ფინანსურ შესაძლებლობებს და ანგარიშს ვუწევთ მათ.

ერთი სიტყვით, ჩვენი ბიუროს ნომერზე დარეკვით, რომელიც საიტზეა მითითებული, თქვენ თავიდან აიცილებთ დაკრძალვის ორგანიზებისთვის აუცილებელ დამღლელ პროცედურებს. ჩვენ ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში თქვენს სამსახურში ვართ და უმოკლეს დროში, თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით, ზედმიწევნით ხარისხიანად და პროფესიონალურად შევასრულებთ თქვენს მოთხოვნებს.

დაკრძალვის ტრადიციები საქართველოში

იმ ტრადიციებს შორის, რომლებითაც ასე მდიდარია საქართველო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი მიცვალებულის დაკრძალვის წეს-ჩვეულებებს უჭირავს. ვინაიდან ჩვენი რელიგიური მრწამსით, სული სხეულთან განშორების შემდეგ იმვეყნად განაგრძობს არსებობას, აუცილებელია მისი ღირსეული გაცილება.

დაკრძალვის ძველი რიტუალი თითქმის სრულადაა შემორჩენილი სვანეთში. სვანურ “ზარს" (“ლილჭალი”), რომელსაც ადამიანის გარდაცვალებისას მიმართავენ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. ეს არის შორისდებულებზე აგებული სიმღერა. “ზარი” მთელი დღის განმავლობაში ისმის მიცვალებულის სახლში, გამოსვენებისას კი გალობენ, რათა ოჯახში მშვიდობამ დაისადგუროს. სვანეთში აუცილებელი რიტუალია მიცვალებულის განბანვა. წყალს მდინარიდან უკუღმა იღებენ და განბანვის შემდეგ ისეთ ადგილას აქცევენ, სადაც ფეხს არავინ დაადგამს. გასვენებამდე სოფელში დაუშვებელია მიწაზე მუშაობა.

ხევსურებისთვის დამახასიათებელი იყო მიცვალებულის ლექსად დატირება, რომელშიც ხაზს უსვამდნენ მის ღირსებებს და ასევე, თავიანთ მწუხარებას. იქ სირცხვილად ითვლებოდა ცოლის მიერ ქმრის დატირება, ჭირისუფალს თავშეკავება მართებდა. ხევსურეთში გარდაცვლილს უცოლო ახალგაზრდები ტანს ბანდნენ, თმა-წვერს უსწორებდნენ და კარავში ასვენებდნენ, რადგან მიცვალებულის სხეულს უწმინდურად თვლიდნენ. უწმინდური იყო ყველა ის, ვინც მიცვალებულს შეეხებოდა. ამიტომ განმბანელები მის ოჯახში რჩებოდნენ და ყოველდღე უნდა განბანილიყვნენ. მიცვალებულის ნაბან წყალს კი ადამიანისა და საქონლისთვის მიუდგომელ ადგილას აქცევდნენ.

ვინაიდან მიაჩნდათ, რომ იმქვეყნადაც ისეთივე ცხოვრებისეული მოთხოვნები ექნებოდათ, მიცვალებულს თან ატანდნენ საბრძოლო იარაღს, წინდებს, პურ-წყალს და თამბაქოს. დაკრძალვის დღეს ახლომახლო მოაწყობდნენ ახალ წყაროს და აკურთხებდნენ მიცვალებულის სახელზე, რათა გამვლელს პირის გასველების შემდეგ დაელოცა მიცვალებულის სული. ასევე, მის სახელზე ფაფარდაწნული ცხენი იკურთხებოდა და დოღი იმართებოდა.

დაკრძალვის ლამის თეატრალიზებული რიტუალით ყოველთვის გამოირჩეოდა დასავლეთი საქართველო და განსაკუთრებით, სამეგრელო. მეგრელები “მოტირლებს” ქირაობდნენ, რათა ამ დახელოვნებული ადამიანების ცამდე ასული ტირილ-კივილის საშუალებით სრულიად ქვეყნიერებისთვის ეცნობებინათ თავიანთი უბედურება.

დაკრძალვის დღეს ნათესავები და მეგობრები თმას, წვერ-ულვაშს და წარბებს იპარსავდნენ, შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში სამართებელს და მაკრატელს აღარ იკარებდნენ.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოში, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ქელეხი გასვენებამდე იმართებოდა, რადგან შორიდან მოსულ ნათესავ-მეგობრებს დასვენება და დაპურება სჭირდებოდათ. რა თქმა უნდა, ღვინოც აუცილებლად უნდა შეესვათ მიცვაალებულის სულის მოსახსენიებლად. ამიტომ იყო შემთხვევები, როცა შემთვრალ ადამიანებს მიცვალებულის გასვენება დაგვიანებიათ ან გასვენებისას კუბო გავარდნიათ ხელიდან.

რაჭაში გარდაიცვლებოდა თუ არა ადამიანი, მას მაშინვე გასუდრავდნენ, სასახლეში ჩაასვენებდნენ და მხოლოდ ერთ ღამეს უთევდნენ. რაჭველებმა დატირება “ზრუნით” იცოდნენ, გასვენების შემდეგ კი სახლის კართან ხელ-პირს იბანდნენ, რათა “კურცხალი” ცრემლი ოჯახში არ შეჰყოლოდათ და ახალი უბედურება არ გამოეწვიათ.

ლეჩხუმში განბანვის შემდეგ მიცვალებულს სუფთა, აუცილებლად ნახმარ ტანსაცმელს აცმევდნენ, რადგან უხმარზე ამბობდნენ, სასუფეველში გაუქრება და ვეღარ იცნობენო. ადრე სუდარაში გახვეულს მარხავდნენ, მოგვიანებით - “პირკლის ნიფხავ-პერანგში”. იქ დღემდე ატანენ მიცვალებულს ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. ამ რეგიონში დაკრძალვა არ შეიძლებოდა ორშაბათსა და ხუთშაბათს, ახალი წესით კი - ორშაბათს, ოთხშბათს, პარასკევსა და კვირას. დაკრძალვა აუცილებლად მზის ჩასვლამდე უნდა მოესწროთ, ამბობდნენ, ჩამავალ მზეს მიჰყვებაო. დაკრძალვამდე მოგვარეებს ეკრძლებოდათ მიწაზე მუშაობა და ხელსაქმე.

ქართლში, სასახლეს ეზოს გარეთ რომ დაასვენებდნენ, საგანგებოდ შინ შეტანილ ქვას გარეთ გამოაგორებდნენ სიტყვებით: “შენი ფეხი მძიმე იყოს”. შემდეგ სახლს ჯამით წყალს მოასხამდნენ ხოლმე.

ჩვენი მისამართი - მდებარეობა

ხშირად დასმული კითხვები

იხელმძღვანელეთ ჩვენს ვებ-გვერდზე მითითებული ლოკაციით, ჩვენი ბიუროს შენობაში არსებული კუბოების მაღაზია ღიაა დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე.

ჩვენი სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

მომსახურებაში გვაქვს რამოდენიმე კეთილმოწყობილი სარიტუალო დარბაზი, მათი ფოტოების დასათვალიერებლად გადადით ვებ-გვერდზე არსებულ ბლოგში.

ჩვენ შეთავაზებაში გვაქვს ჰიდრავლიკური ლიფტით მომსახურების სრული სერვისი, სხვა წვრილმანი დეტალების შესათანხმებლად დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში.

ჩვენთან კუბოს ფასი დამოკიდებულია შერჩეულ მასალაზე და მოდელზე, იწყება 350 ლარიდან და ადგილზე გვაქვს საკმაოდ დიდი არჩვანი.

რათქმაუნდა გვაქვს, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, ჩვენი კატაფალკა მოვა თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე და გაგიწევთ მომსახურებას.

ბიურო მრავალი წელია რაც არსებობს, თანამშრომლებს დაუგროვდათ ძალიან დიდი გამოცდილება და მათი პროფესიონალიზმის წყალობით ვართ მოწინავე პოზიციებზე.

დაგვირეკეთ
595-70-33-88
ვებ საიტების დამზადება